სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ვარჯიში მშობიარობის შემდეგ

აშშ-ს მეან-გინეკოლოგთა კოლეჯის აზრით, თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ ვარჯიში, როცა იგრძნობთ, რომ ამისთვის უკვე მზად ხართ. თუმცა, თქვენი ექიმი ან მეან-გინეკოლოგი სავარაუდოდ გთხოვთ მოიცადოთ მშობიარობის შემდგომ ექვსი კვირა და მხოლოდ გეგმიური შემოწმების შემდეგ დაიწყოთ ვარჯიში.

 

 

 


ზოგადად, თუ თქვენ ვარჯიშობდით მთელი ორსულობის მანძილზე და ნორმალური ფიზიოლოგიური მშობიარობა გქონდათ, შეგიძლიათ მსუბუქი დატვირთვების მიღება, ისეთი როგორიცაა ფეხით სიარული, მოდიფიცირებული აზიდვები ან გაწელვები. მშობიარობიდან პირველივე კვირის შემდეგ შეიძლება ნელ ან ზომიერ ტემპში 30 წუთიანი ფეხით სიარული კვირაში სამჯერ. მოგვიანებით, როცა მოძლიერდებით შეგიძლიათ გაზარდოთ დრო ან მანძილი.


თუ მშობიარობა საკეისრო კვეთით ჩატარდა საჭიროა ექვსიდან რვა კვირამდე დაიცადოთ სანამ ვარჯიშს დაიწყებთ. თუმცა, დაბალ ტემპში სიარული სასარგებლოა ორგანიზმის აღდგენისათვის და ახდენს ისეთი გართულებების პრევენციას, როგორიცაა სისხლის შედედება.


თუ ორსულობის განმავლობაში არ იყავით აქტიური, ან თანდათანობით შეამცირეთ დატვირთვები კვირების მატებასთან ერთად, ვარჯიშის დაწყებამდე ჯერ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მეანთან ან ექიმთან და შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში მცირე დატვირთვებით.


ნებისმიერ შემთხვევაში გაითვალისწინეთ, რომ მშობიარობიდან სამიდან ხუთი თვის განმავლობაში თქვენი სახსრები და იოგები ჯერ კიდევ არაა მომაგრებული, ასე რომ აკონტროლეთ მოძრაობა ვარდნისგან თავის ასარიდებლად. თუ სპორტულ დარბაზში სიარულს გადაწყვეტთ, შეეცადეთ მონახოთ მშობიარობის შემდგომი ვარჯიშების სპეციალისტი ან შეარჩიოთ დაბალი აქტიურობის ვარჯიშების ჯგუფი (მაგ: იოგა), რომელიც ორიენტირებული იქნება ტონუსის მომატებაზე და გაწელვებზე.


ვარჯიში კარგია მშობიარობის შემდეგ ფორმის დასაბრუნებლად, თუმცა პირველი თვეების განმავლობაში მაინც დაიცავით სიფრთხილის ზომები, რათა თქვენს შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ. თქვენს სხეულს დრო სჭირდება აღდგენისათვის, თქვენც გჭირდებათ დრო, რათა შეეგუოთ თქვენს ახალ როლს- თან იზრუნოთ ახლადმოვლენილ პატარაზე.

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4