სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მასაჟი ნევრიტის დროს

სახის ნერვის ნევრიტი ყველაზე ხშირად გრიპის შემდეგ ვითარდება. გარკვეულ როლს ასრულებს ფალოპიუსის ანუ ქალის ძვლოვანი არხის თანდაყოლილი ანომალია, მისი სივიწროვე, აგრეთვე ვენური შეგუბება.

 

სახის ნერვის ანთება ზოგჯერ მეორეულად ვითარდება შუა ყურისა და საფეთქლის ძვლის ანთების, ქალის ფუძის მოტეხილობის ან სხვაგვარი ტრავმის, პაროტიტის ანუ ყბაყურა ჯირკვლის ანთების, ქვედა ყბის ძვლის ანთების, ტუბერკულოზური ლიმფადენტის, ანუ ლიმფური ჯირკვლების ანთების, რევმატიზმის, წითელი ქარის ფონზე. სახე ამ დროს ასიმეტრიულია, გამოხატულია მიმიკური კუნთების დამბლა ან პარეზი სახის ნახევარში. დამბლის მხარეს სახე ნიღბისებრია, წარბი – დაშვებული, ქუთუთო ხამხამის უნარს კარგავს, ძილის დროს თვალი არ იხუჭება. ეს უფრო თვალნათელი ხდება ღიმილის დროს. ავადმყოფს უჭირს ბაგისმიერი ბგერების წარმოთქმა. ინფექციური ნევრიტის დროს ტარდება ანთების საწინააღმდეგო თერაპია ანტიბიოტიკებით, სალიცილატებით, B ჯგუფის ვიტამინებით; ინიშნება მინისებრი სხეული, იოდის პრეპარატები. მწვავე პერიოდში მკურნალობენ ულტრამაღალი სიხშირის დენით ან კვარცით. კარგ შედეგს იძლევა პარაფინის და ტალახის აპლიკაციები. 7-10 დღის შემდეგ ავადმყოფს ენიშნება იონოგალვანიზაცია ქლორიანი კალციუმით – საჭიროა მასაჟიც. მედიკამენტურ თერაპიასთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.

მასალა მოგვაწოდა
ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4