სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აივ ინფექციის გავრცელება საქართველოში

მართალია, მსოფლიო სტატისტიკით საქართველო მიეკუთვნება აივ ინფექცია/შიდსის დაბალი პრევალენტობის ქვეყნებს და, რაც კიდევ უფრო საინტერესოა, ამ ქვეყნებს შორისაც ერთ-ერთი ყველაზე ბოლო ადგილი უკავია, მაგრამ, მეორეს მხრივ, შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა.

 

ეს კი ისეთი მცირერიცხოვანი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა, უკვე საკმაოდ სოლიდური რიცხვია.


რამდენიმე წლის წინ უცხოელი ექსპერტები ქვეყანაში არსებული ფაქტორების გათვალისწინებით გვაფრთხილებდნენ, რომ საქართველოს შიდსის ფართომასშტაბიანი ეპიდემია ემუქრებოდა. ეს განგაში განსაკუთრებით გაძლიერდა უკრაინასა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ, სადაც ფაქტიურად ერთ წელიწადში აივ ინფექცია/შიდსის შემთხვევების რაოდენობამ ორჯერ და მეტად მოიმატა. უცხოელი ექსპერტების პროგნოზი არ ეფუძნებოდა მხოლოდ მეზობელ ქვეყნებში შექმნილი ვითარების საქართველოსა და ზოგადად კავკასიის ქვეყნებზე შესაძლო გავლენის ანალიზზე. ასეთი განცხადებების საფუძველს ქვეყნის შიგნით მოქმედი მთელი რიგი ფაქტორებიც იძლეოდა, კერძოდ,


აივ/ინფექცია შიდსის გავრცელების ხელის შემწყობი ფაქტორები საქართველოში



• ნარკომანიის ფართო გავრცელება;
• საქართველოს მეზობელ ქვეყნებში შიდსის თვალსაზრისით არასახარბიელო მდგომარეობა;
• სგგდ-ს მაღალი პრევალენტობა;
• მოსახლეობის მზარდი მიგრაცია და ფართო საერთაშორისო კონტაქტები;
• ერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების, სადეზინფექციო და სასტერილიზაციო საშუალებათა ნაკლებობა;
• სამედიცინო პერსონალის არასაკმარისი უნარ-ჩვევები ინფექციათა გადაცემის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით;
• პრეზერვატივებზე ტრადიციულად დაბალი მოთხოვნილება;
• შიდსის შესახებ მოსახლეობის ცოდნის დაბალი დონე.
აღნიშნულის გათვალისწინებით სავარაუდოა, რომ საქართველოში აივ ინფექცია/ შიდსის ეპიდემია ახლა იწყებს ძალების მოკრებას.



საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა 1989 წელს.
საქართველოში აივ ინფექციის რეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი



საქართველოში 2010 წლის 5 სექტემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია:



შიდსის ვირუსით ინფიცირების 2519 შემთხვევა

1863 - მამაკაცი

656 - ქალი

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.

შიდსი განუვითარდა 1377 პაციენტს, 543 გარდაიცვალა.

2010 წელს გამოვლინდა 283 ახალი შემთხვევა. აივ მკურნალობაზეა 732 პაციენტი, მათგან

28 - ბავშვი. გამოვლენილი შემთხვევებიდან იძულებით გადაადგილებული პირია - 215.





მასალა მოგვაწოდა www.aidscenter.ge

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4