სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

აივ ინფექციის გავრცელება მსოფლიოში

შიდსი რეგისტრირებულია დედამიწის ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში. ინფიცირებულთა 90% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. აქედან 3/5 აფრიკის კონტინენტის მცხოვრებია. მართალია, სუბ-საჰარულ აფრიკაში დედამიწის პოპულაციის მხოლოდ 10% ცხოვრობს, მაგრამ მსოფლიოში ყველა აივ ინფიცირებულთა 2/3 (ანუ 25 %) სწორედ ამ რეგიონზე მოდის.

 

ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 20 მილიონი ადამიანი. მხოლოდ 2005 წელს დაინფიცირდა - 4,9 მილიონი ადამიანი. მათ შორის:

 

მოზრდილები - 4,2 მლნ
ბავშვები < 15 წ. - 700 000
2005 წელს სულ გარდაიცვალა - 2,9 მილიონი ადამიანი.

 

მოზრდილები - 2,6 მილიონი ადამიანი
ბავშვები < 15 წ. - 570 000


აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლის ასაკზე მოდის. ამასთან, თუ ეპიდემიის დასაწყისში აივ ინფიცირებული მამაკაცების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა ინფიცირებული ქალების რაოდენობას, უკანასკნელ წლებში პროპორცია დაირღვა და 2002 წლიდან მსოფლიოში შიდსის ვირუსით ინფიცირებულთა თითქმის ნახევარი ქალებმა და გოგონებმა შეადგინეს.

 

განსაკუთრებული მსჯელობის საგანია შიდსის გამო დაობლებული ბავშვები. მხოლოდ, სუბ-საჰარულ აფრიკაში შიდსის შედეგად დაახლოებით 12 მილიონ ბავშვს დაეღუპა ერთი ან ორივე მშობელი.

 

აივ ინფექცია/შიდსის ყველაზე მეტი შემთხვევა ოფიციალურად აღრიცხულია აშშ-ში. თუმცა რეალურად ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მეტია აფრიკის კონტინენტზე (28,5 მლნ ანუ მსოფლიოს ინფიცირებულთა ნახევარზე მეტი). განსაკუთრებული კრიზისია სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში, სადაც ზოგიერთ ქვეყანაში მოსახლეობის 32%-ია ინფიცირებული. სუბსაჰარული აფრიკის ქვეყნებში აივ ინფექციის გადაცემის ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური კონტაქტებია. ამერიკის კონტინენტზე აივ ინფექცია აშშ-ს შემდეგ ყველაზე ფართოდ ბრაზილიასა და მექსიკაში არის გავრცელებული.

 

ევროპაში შიდსი ყველაზე მეტად გავრცელებულია საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. აგრეთვე გერმანიაში, ინგლისში, შვეიცარიასა და დანიაში. ევროპაში (განსაკუთრებით სამხრეთ ევროპის ქვეყნებში) აივ ინფექციის გავრცელების ძირითადი მიზეზი ინტრავენური ნარკომანიაა.

 

აზიის კონტინენტი დიდი ხნის მანძილზე აივ ინფექციისაგან თავისუფალ ზონად ითვლებოდა, ამჟამად კი ახალი შემთხვევების გამოვლინების მხრივ აზია ერთ-ერთ პირველ ადგილზე აღმოჩნდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელი სტატისტიკაა სამხრეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში (პირველ რიგში ტაილანდსა და ინდოეთში). 2001 წლის ბოლოსათვის აზიაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს მიაღწია და მათ შორის 1 მილიონი მხოლოდ 2001 წელს დაინფიცირდა.

 

ეპიდემია ძალას იკრებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც მსოფლიოში აივ ინფექციის ყველაზე სწრაფი აღმავლობა დაფიქსირდა. 1995 წელს ეპიდაფეთქება აღინიშნა უკრაინასა და ბელორუსიაში. უკრაინაში მოსახლეობის 1%-ია ინფიცირებული. 1998 წლიდან კი აივ ინფექციის სწრაფი აღმავლობა აღინიშნა რუსეთში, სადაც ყოველწლიურად ორმაგდება ინფიცირებულთა რაოდენობა.

 

აივ ინფექცია/შიდსის გავრცელების ძირითადი გზა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ინტრავენური ნარკომანიაა, თუმცა სულ უფრო იზრდება ჰეტეროსექსუალური კონტაქტებით ვირუსის გადაცემის შემთხვევები. საყურადღებოა აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა და ახალშობილთა რაოდენობის მზარდი დინამიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით სახეზეა შიდსის ვირუსის რისკის ჯგუფის პირებიდან მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელების ტენდენცია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4