სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის გამოკვლევა

სასუნთქი სისტემის მჭიდრო კავშირი ორგანიზმის ყველა სისტემასთან და ორგანოსთან, მისი მონაწილეობა ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესში ცხადყოფს სუნთქვის ფუნქციის შესწავლის აუცილებლობას.

 

გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევა ხშირია როგორც ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების, ასევე გულსისხლძარღვთა ან სხვა სისტემის დაავადებებით გამოწვეული ფილტვების მეორადად დაზიანების შემთხვევაში.
გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დიაგნოსტიკა – სპირომეტრია საჭიროა ჩაუტარდეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება ქრონიკული ან მორეციდივე ხველა, სუნთქვის გაძნელება – ჩასუნთქვის ან ამოსუნთქვის გაძნელებით, ხმაურიანი სუნთქვა – დღისით ან ღამით, ქრონიკული სურდო.
კომპიუტერული სპირომეტრია საშუალებას გვაძლევს მოვახდინოთ ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გრაფიკული რეგისტრაცია და ობიექტურად შევაფასოთ გარეგანი სუნთქვის ფუნქცია.


ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის გამოკვლევა ობიექტური მეთოდებით საშუალებას იძლევა უკეთ გავიგოთ სუნთქვის პათოფიზიოლოგია და დაავადების პათოგენეზი. ფილტვებში ჰაერის ნაკადის შეზღუდვის, მისი შექცევადობისა და ცვალებადობის ობიექტურ რაოდენობრივ შეფასებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დიაგნოზის დადგენაში, რაციონალური მკურნალობის დანიშვნასა და მისი ეფექტურობის შეფასებაში.
გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევა მოიცავს ფილტვების ფუნქციური მდგომარეობის შეფასებას როგორც ფორსირებული, ისე მშვიდი სუნთქვის დროს.


გარეგანი სუნთქვის ფუნქციის კვლევის კომპიუტერული პროგრამაში ჩადებულია გარეგანი სუნთქვის ფუნქციის თითოეული მაჩვენებლის ნორმები ასაკის, სქესის, სიმაღლის, წონის, ეთნიკური ჯგუფის გათვალისწინებით, რომელთა მიხედვით ხდება ყველა პარამეტრის შეფასება. კვლევის პროგრამა ითვალისწინებს აგრეთვე გარეგანი სუნთქვის ფუნქციის მდგომარეობის შეფასებას ფიზიკური დატვირთვის, პროვოკაციული სინჯებისა ბრონქოდილატატორების მოქმედების ფონზე.
თანამედროვე სპირომეტრები იძლევა საშუელებას განისაზღვროს გარეგანი სუნთქვის ფუნქციის 32 პარამეტრი, რომელიც სრულად ასახავს ფილტვების ფუნქციურ მდგომარეობას და მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია დროული ადექვატური მკურნალობისა და მონიტორინგის ჩატარებაში.

 


მასალა მოგვაწოდა
ალერგია XXI საუკუნე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4