სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გინეკოლოგია

ინტიმური ჰიგიენა

ჰიგიენა ბერძნული სიტყვაა და ზოგადად გულისხმობს ჯანმრთელობასთან და მის პრევენციასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ერთობლიობას და სისტემას. მითოლოგიურად ასკლეპიოსის ქალიშვილი ჰიგია (ჰიგეა) გველშემოხვეული კვერთხით ხელში მედიცინის და ჯანმრთელობის ერთერთი უძველესი სიმბოლოა, თუმცა მოსახლეობაში სიტყვა ჰიგიენა კონკრეტულად ასოცირდება სისუფთავესთან.

 

ადამიანები ცდილობენ სისუფთავესთან დაკავშირებული ღონისძიებები ბავშვებს თავიდანვე ჩაუნერგონ პირადი ჰიგიენის უნარების სახით და არიან სრულიად მართალნი, რადგან ყოველდღიურ ავტომატიზმამდე დასულ ამ წეს-ჩვეულებებზე დიდად არის დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობა, იმიჯი, სოციალური სტატუსი, ადგილი საზოგადოებაში. პირადი ჰიგიენა აქტუალურია ცხოვრების ყველა ეტაპზე.

ინტიმური ჰიგიენა სისუფთავის ნორმატივების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია, თუმცა მასზე ღია საუბარს, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, გარდა ექიმთა საზოგადოებისა, აშკარად გაურბიან. ამ თვალსაზრისით, უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს ქალის ინტიმური ჰიგიენა _ ქალის გენიტალიების ანატომიურად ინფექციების მიმართ მიდრეკილების გამო. და არა მარტო . . . ქალს ფუნქციურად რეპროდუქციული სისტემა უფრო დატვირთული აქვს _ ქალს აქვს მენსტრუალური ციკლი, ის ორსულდება, მშობიარობს, ქალი მელოგინეა და ბოლოს და ბოლოს ქალი ქალია _ მომხიბვლელი, ლამაზი, მიმზიდველი, სასურველი. ინტიმური ჰიგიენა არის სქესობრივი აღზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, ქალის თვითდაჯერებულობის, კომფორტის, ჯანმრთელობის, კარგი გუნებ-განწყობისა და ცხოვრების ხარისხის გარანტი.

რატომ გახდა ინტიმური ჰიგიენა დღეს განსაკუთრებით აქტუალური? შეიცვალა სქესობრივი ქცევა _ მომატებული სქესობრივი აქტიურობა, სქესობრივი პარტნიორის ცვლა, ის თავისებურებებია, რომლებიც ცხოვრებამ მოიტანა. ასევე ,,დამნაშავეა’’ მოდის გარკვეული გამოძახილი, მჭიდრო, მოუხერხებელი და სინთეტური ტანსაცმელი. ექიმ-გინეკოლოგებს შორის გამოკითხვამ წარმოაჩინა არასაკმარისი ჰიგიენის პრობლემაც. ქალების უმრავლესობამ არც კი იცის გენიტალიების სწორად მოვლის წესები, უმეტესობა დღემდე ჩვეულებრივი საპნის მომხმარებელია. დადგენილია, რომ საპონი ინტიმური ტერიტორიების მტერია! ამას მისი ქიმიური შემადგენლობა და ქსოვილებზე ზეგავლენა განაპირობებს. თავად სასქესო ორგანოებსა და მის მიმდებარე კანის საფარველის ქსოვილებს განსაკუთრებული სტრუქტურა აქვთ. მათ ხშირად უწევთ ინფექციის გამომწვევ სხვადასხვა აგენტთან ურთიერთობა და ამისთვის ბუნებამ იზრუნა და მიანიჭა დამცველობითი ფუნქცია. სწორედ ამას ვნებს საპონი და ზოგიერთი სხვა მსგავსი საფენი თუ ჰიგიენური საშუალება.

ლაქტაციდი არის მსოფლიოში ქალის უპირველესი დასაბანი საშუალება, რომელიც შეიცავს რძის ექსტრაქტებს და ჩვეულებრივი საპნისგან განსხვავებით ინარჩუნებს ბუნებრივ ინტიმურ ბალანსს და უზრუნველყოფს არა მხოლოდ სისუფთავეს, არამედ დაცვას გაღიზიანებისგან, უსიამოვნო სუნისგან და ტოვებს სისუფთავის, თვითდაჯერებულობის, სიახლის შეგრძნებას. ლაქტაციდი არის ქალის გარეგანი დასაბანი საშუალება ფრანგული ფარმაცევტული კომპანია სანოფი ავენტის–ისგან, რომელიც შეიცავს რძის მჟავას და რძის შრატს (ლაცტოსერუმ), გამოიყენება ყოველდღიური ინტიმური ჰიგიენისთვის. ასევე გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება გარეთა სასქესო ორგანოების ინფექციების დროს.

ლაქტაციდით ყოველდღიური ჰიგიენა აქტუალურია ქალის ცხოვრების ყველა ეტაპზე. პირველ რიგში აღსანიშნავია ჰიგიენა მენსტრუაციის დროს _ რამოდენიმე დღის განმავლობაში ქალის სხეულიდან სისხლნარევი ქსოვილების გამოდენა ხშირ ჰიგიენურ ჩარევას მოითხოვს, მით უმეტეს, რომ ჰიგიენური საფენებისა და სპეციალური ტამპონების მიმართ საკმაოდ ბევრი ქალი ალერგიულობას ამჟღავნებს. ქალისთვის მეტად მნიშვნელოვანი პერიოდია ორსულობა. აქტუალურია როგორც ქალის პირადი სუბიექტური დისკომფორტი, რომელიც ორსულობის დროს არსებული ფიზიოლოგიური იმუნოსუპრესიის ფონზე გამოვლენილი ინფექციების შედეგია, ასევე საფიქრებელია სასქესო გზების მაქსიმალური სისუფთავე და მზაობა ნაყოფის დაბადების წინ. იმის გათვალისწინებით, რომ ნაყოფის სხვადასხვა ინფექციით ,,დაჯილდოება’’ ყველაზე ხშირად სწორედ მშობიარობის დროს არის შესაძლებელი, ჰიგიენის ნორმატივების როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ორსულობის შემდგომ პერიოდში, დაახლოებით 5-6 კვირის განმავლობაში კლებადი ინტენსივობით საშვილოსნოდან გამოიყოფა ე.წ. ლოხიები _ ორსულობის პროცესის ,,ნარჩენი’’ ქსოვილები, სისხლი. შესაბამისად ჰიგიენას ,,დაზარალებული’’ შორისის მიდამოში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ე.წ. გარდატეხის ასაკში მეტად გამოხატულია ზრდის პროცესი, გაძლიერებულია ჯირკვლოვანი სტრუქტურების სეკრეცია, მომატებულია კანის ცხიმიანობა, ოფლის ინტენსიური გამოყოფა, ხშირად არასასიამოვნო სუნით, გაძლიერებულია ინტერესი სასქესო ტერიტორიების მიმართ. ამ შემთხვევაშიც ჰიგიენური პროცედურების საკითხი მეტად აქტუალურია, ამ პერიოდში ხდება ამ უნარების საბოლოოდ გამყარება და ჩამოყალიბება. მენოპაუზის, ანუ კლიმაქსის პერიოდში ქსოვილები, განსაკუთრებით კი სასქესო სფერო, მყიფე, ადვილად ტრავმირებადი და ინფექციების მიმართ მეტად ლაბილურია, ყალიბდება ატროფიული კოლპიტი. ამდენად ჰიგიენა ისეთი საშუალებით, რომელიც ამ ასაკის ქალისთვის დეფიციტურ, თუმცა მეტად მნიშვნელოვან კომპონენტებს შეიცავს, პრაქტიკულად სიმშრალისა და ინფექციების პრევენციის აუცილებელი კომპონენტია. ლაქტაციდი თავისი შემადგენელი ნატურალური კომპონენტებით უზრუნველყოფს ასევე ჰიგიენას ჩვილებსა და ბავშვებში.

ზემოთქმულიდან შეიძლება ჩამოვაყალობოთ შემდეგი:

ლაქტაციდი არის :


• ქალის ყოველდღიური ჰიგიენა
• უზრუნველყოფს სისუფთავის ხანგრძლივ შეგრძნებას
• თავიდან აცილებს გაღიზიანებას, წვის შეგრძნებას, უსიამოვნო სუნს, ინფექციების, მენსტრუალური ციკლის, ორსულობის, მშობიარობის შემდეგ
• ხელს უშლის და არ იწვევს სიმშრალეს
• არის ჰიპოალერგიული, არ აღიზიანებს
• მოწოდებულია გინეკოლოგების მიერ
• მოსახერხებელია ორსულებისათვის
• შეიძლება გამოვიყენოთ ჩვილებში, ბავშვებში

მაკა გეგეჭკორი

მედიცინის დოქტორი, ექიმი-რეპროდუქტოლოგი ი.ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის ს/კ ინსტიტუტი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4