სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

გინეკოლოგია

მენოპაუზა

მენოპაუზისთვის დამახასიათებელ პრობლემებს სოია აგარიდებთ თავიდან

 

კლიმაქსის მოახლოებასთან ერთად ეგრეთ წოდებული ქალური ჰორმონების – ესტროგენების რაოდენობა თანდათან მცირდება, რის შედეგადაც ბევრ ქალს კლიმაქსისთვის დამახასიათებელ ჩივილებთან ერთად, მაგალითად, მომატებული ოფლიანობა, ალები, აგზნებადობა, ჭირვეულობა, კიდურებისა და ძვლების ტკივილებიც აწუხებს. საქმე ის არის, რომ ესტროგენები ძვლებში კალციუმის შემცველობას განსაზღვრავს. ამიტომ, როცა მათი სეკრეცია მცირდება, ძვლებიც უფრო სუსტი და იოლად მსხვრევადი ხდება, რასაც ოსტეოპოროზს უწოდებენ. ეს, ძირითადად, გამხდარ ქალებს ემუქრებათ, რადგან ცხიმოვანი ქსოვილი მენოპაუზის დროს საკვერცხეების დანიშნულებას იძენს და ესტროგენების წყარო ხდება. გამოკვლევებმა ცხადყო, რომ კლიმაქსის სტადიაში, იმ ქალბატონებს, რომლებიც სოიას ინტენსიურად იღებდნენ, ოსტეოპოროზი ნაკლებად აღენიშნებოდათ. სხვათა შორის, ამ დროს სოიის პროდუქტების მიღება წელის არეში ტკივილს და კიდურების ეგრეთ წოდებულ „ტეხვას“ აგარიდებთ თავიდან.

ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი

”თბილისელები”-ს რედაქციამ 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4