სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

რატომ არ უნდა მიირთვათ ბევრი სტაფილო

 


ადამიანისთვის, დღის განმავლობაში, 100-150 გრამი სტაფილოს წვენი სასარგებლოა. მასში შემავალი ფერმენტების, მინერალური ნივთიერებების , ეთეროვანი ზეთების, B1, B2, B6 ვიტამინების წყალობით ორგანიზმი გაცილებით მდგრადი ხდება. სტაფილოში გაცილებით ბევრია F ვიტამინი, უფრო სწორად კი, პროვიტამინი კაროტინი, რომელიც სტაფილოს დამახასიათებელ ფერს აძლევს.
თუ სტაფილოს ჭარბად მიირთმევთ, ორგანიზმში ზედმეტი კაროტინი „ჩალაგდება“. ამ დროს კანი მოყვითალო ელფერს შეიძენს და განვითარდება ჰიპერვიტამინოზი. ეს ყველაფერი თავიდან რომ ავიცილოთ, ზუსტად უნდა ვიცოდეთ სტაფილოს წვენის ასაკობრივი ნორმები. გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევა:
ერთ წლამდე ასაკის ბავშვისთვის საკმარისია ერთი სუფრის კოვზი სტაფილოს წვენი; ერთი წლიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის – ორი სუფრის კოვზი; ოთხიდან 7 წლამდე – ნახევარი ჭიქა; რვიდან 12 წლამდე – მესამედი ჭიქა; ხოლო მოზრდილებმა დღეში ერთი ჭიქა სტაფილოს წვენზე მეტი არ უნდა დალიონ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player