სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

სეზონური ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი, მის გარეშე ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირება არ შეუძლია და ხშირ შემთხვევაში ზამთრის უგუნებობა სწორედ მათი დეფიციტით არის გამოწვეული.

 

შემოდგომის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია:

გოგრა

გოგრის მთავარი ღირსება კაროტინისა და ვიტამინების სიუხვეა. მისი რბილობი დიდი რაოდენობით D ვიტამინს შეიცავს. რკინა კი სისხლძარღვოვანი სისტემის მუშაობას აუმჯობესებს. გოგრა აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას და გეხმარებათ ზედმეტი წონისგან განთავისუფლებაში. განსაკუთრებით სასარგებლოა მისი მიღება პატარა ბავშვებისთვის.

ლეღვი

ეს ხილი მაღალკალორიულობით არის ცნობილი და ქალბატონები ხშირად მას თავს არიდებენ, ის დიდი რაოდენობით კალიუმს შეიცავს და უჯრედისის არაჩვაულებრივი წყაროა. ის სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს და დანაყრებითაც საკმაო დროით გვანაყრებს.

ვაშლი

იმის გამო, რომ ძალიან დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ვაშლი უსაზღვროდ სასარგებლო ხილია. განსაკუთრებით კარგ შედეგებს აძლევს ადამიანებს, რომლებიც მალე იღლებიან, მჟავიანობას უჩივიან და მენსტრუაციის პერიოდში ძლიერი ტკივილები აწუხებთ.

შტოში

შტოში საოცარი კენკრაა. ის ბუნებრივ ანტიბიოტიკად მიიჩნევა, რადგან მრავლად შეიცავს ანტივირუსულ ნივთიერებებს, რომლებიც შარდის ბუშტს წმენდს და შარდსადენი მილიდან ბაქტერიებს გამოდევნის. შტოშის შემადგენლობაში უხვადაა მიკროელემენტები, მათ შორის რკინა, იოდი და კალციუმი.

ჭარხალი

ჭარხალი აუცილებელი პროდუქტია მათთვის, ვინც საკუთარ ჯანმრთელობასა და წონას უფრთხილდება. ის დაბალკალორიულია, მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს და სასარგებლოა გულის, სისხლისა და თირკმელებისთვის.

ყვავილოვანი კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო ძალიან დიდი რაოდენობით C და K ვიტამინებს , უჯრედისს და ფოლიუმის მჟავას შეიცავს . ყველამ ვიცით, რომ ეს მჟავა უმნიშვნელოვანესია ორსულობის დროს ნაყოფის განვითარებისთვის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player