სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კანის გაახალგაზრდავების ინოვაციური მეთოდი

პლაზმალიფტინგი ესაა რევიტალიზაციის ნოვატორული საინექციო პროცედურა, რომელიც ბიძგს აძლევს კანის ბუნებრივ გაახალგაზრდავებას და ხელს უწყობს მის ნორმალურ ფუნქციონირებას.

 


ორგანიზმში ხდება თრომბოციტებით გამდიდრებული პლაზმის შეყვანა, რომელიც არის ბუნებრივი „ახალგაზრდობის ელექსირი" და შეიცავს მაღალი კონცენტრირებით ზრდის ფაქტორებს, ჰორმონებს, ცილებს და ვიტამინების ბუნებრივ კომბინაციას.

 

პროცედურა გულისხმობს საკუთარი სისხლისაგან მიღებული, თრომბოციტებით მდიდარი პლაზმის შეყვანას კანქვეშ, ანუ სასურველი ეფექტის მიღწევა, კანის გაახალგაზრდავება და გალამაზება, ხდება საკუთარი ფერმენტების ხარჯზე.


კანქვეშ პლაზმის შეყვანის შედეგად ხდება ჰიალურონის მჟავის და კოლაგენის გამომუშავების, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურება, ადგილობრივად რეზისტენტობის და იმუნიტეტის ზრდა. შედეგად ვღებულობთ ელასტიურ, ჯანსაღი ფერის და ნორმალური ტენიანობის, გაახალგაზრდავებულ კანს. მცირდება ან სრულიად ქრება ნაოჭების რაოდენობა.
პროცედურის დროს გამორიცხულია ალერგიული რეაქციები და ინფექციური გართულებები, რადგან კანქვეშ საკუთრი პლაზმის შეყვანა ხდება.


პლაზმოლიფტინგს მიმართავენ აკნეს შემთქვევაშიც, რის შედეგადაც გამონაყარი სწრაფად და უკვალოდ ქრება.


თმის ცვენის შემთხვევაში პროცედურა ააქტიურებს თმის ძირების კვებას, შედეგად მცირდება თმის ცვენის პროცესი და იმატებს ახალი ღერების ამოსვლის ინტენსივობა.
პლაზმოლიფტინგი მიზანშეწონილია კანის ჯანსაღი ფერის დასაბრუნებლად, ეს პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია მწეველებში, ასევე, მოდუნებული, გამომშრალი კანის, ნაწიბურების, ნაოჭებისა და ფოტოდაბერების შემთხვევაში.


პლაზმოლიფგინგი შესაძლებელია ჩატარდეს სახის, ყელის, გულმკერდის, ზურგის მიდამოში, თავის თმიან ნაწილში, ხელის მტევნებზე.


ტოტალ შარმის ესთეტიკური მედიცინის კლინიკაში საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო , 15-დან 27-მაისამდე, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 40%-იანი ფასდაკლებით სხვადასხვა პროცედურაზე, მათ შორის პლაზმოლიფტინგზე.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე http://totalcharm.ge/news/445/

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4