სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

კიდევ ერთი ქალური პრობლემა, რომელიც თავს იჩენს 20-25 წლის ასაკში და ასაკთან ერთად უფრო შესამჩნევი ხდება. ეს არის ცხიმგროვა (მუცლის, დუნდულების, თეძოების ) კანის ქვეშ. იცვლება სილუეტის ფორმა.

 

გსურთ გაარკვიოთ, ხართ თუ არა ცელულიტის ”მსხვერპლი”? თითებს შორის მჭიდროთ მოიქციეთ ბარძაყის კანი და თუ ”ფორთოხლის კანის” მსგავს ზედაპირს დაინახავთ, ე. ი. ამ პრობლემის წინაშე დგახართ.

 

ცელულიტის გაჩენის სხვადასხვა მიზეზი არსებობს:ნგენეტიკური მიდრეკილება; პერიფერიული სისხლმომარაგების, ჰორმონალური და კვების რეჟიმის დარღვევა; არაჯანსღი და მჯდომარე ცხოვრების წესი.

 

პერიფერიული სისხლმომარაგების დარღვევა იწვევს სისხლის მიწოდების გაუარესებას და კაპილარების გაფართოებას პრობლემურ ზონებში. ამ დროს სისხლის მოძრაობა ნელდება და კანის ქსოვილი სქელდება.

 

ცხიმოვან უჯრედებში სითხის დაგროვებისას ირღვევა მათი კვება და ქსოვილის ჟანგბადით მომარაგება. ამის შედაგად ნელდება შლაკებისა და თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების გამოდევნა ორგანიზმიდან.

 

კანქვეშა უჯრედებში პოლისაქარიდების დაგროვება იწვევს ცხიმოვანი უჯრედების ,,მიწებებას’', ჩნდება ე.წ. გამაგრებული კუნძულები, რომლებიც უფრო აძნელებენ სისხლის მიმოქცევას და უჯრედების კვებას.

 

შემცირებული ჟანგბადის მიმოქცევის გამო იქმნება ლიმფოსტაზი და ცელულიტის წარმოქმნის პროცესი ზვავისებურად ვითარდება. პატარ-პატარა კუნძულები უერთდება ერთმანეთს, იმოსება გამაერთიანებელი კაფსულით და ცელულიტი გადადის ფიბროზულ სტადიაში.

 

ცელულიტის მკურნალობის უამრავი მეთოდი არსებობს და მასთან გამკლავება, მხოლოდ კომპლექსური მკურნალობით არის შესაძლებელი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სწორ კვებას, რომლის დახმარებით უმჯობესდება ნივთიერებათა მიმოქცევა და ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების გამოდევნა. დღის განმავლობაში მიიღეთ, სულ მცირე, 2 ლიტრი წყალი. შეამცირეთ კალორიების რაოდენობა. ყავა და შავი ჩაი შეცვალეთ მწვანე ჩაით, რომელიც დადებითად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და ხელს უწყობს მჟავიანობის შემცირებას. ყოველდღიურ რაციონში შეიტანეთ უჯრედისის შემცველი პროდუქტები - ხილი, ბოსტნეული. ასევე, ბურღულეულები და მსხვილად დაფქვილი ფქვილის პური.

 

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ფიზიკური დატვირთვა. ვარჯიში ამცირებს ცხიმის დაგროვებას ორგანიზმში და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას ქსოვილებში. ყველაზე სასარგებლო ვარჯიშებია - სირბილი, ცურვა, ტენისი და მსუბუქი დატვირთვა ტრენაჟორებზე.

 

ყველაფერთან ერთად, სასურველია, ცელულიტის საწინააღმდეგო მასაჟი ცელულიტის საწინააღმდეგო მალამოებისა და გელების გამოყენებით. განსაკუთრებით ეფექტურია ის მალამოები, რომლებიც შეიცავენ A ვიტამინს, კოფეინის ფერმენტებს, ცხენისწაბლას, გინგკოს ექსტრაქტს, წყალმცენარეებსა და სხვადასხვა მიკროელემენტებს. ისინი მიშვნელოვნად აუმჯობესებენ კანის და კანქვეშა უჯრედისის მდგომარეობას.
და ბოლოს, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ცელულიტთან ბრძოლა არის მუდმივი და ხანგრძლივი პროცესი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player