სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ჩაზრდილი ფრჩხილი

ჩაზრდილი ფრჩხილის მკურნალობა და პროფილაქტიკა სახლის პირობებში. ჩაზრდილი ფრჩხილი ეს არის გვერდითი ფრჩხილის ფირფიტის ჩაზრდა კანის ქვეშ, რაც ხშირად, ანვითარებს ანთებას: იწყება გრანულარული ქსოვილის ზრდა და ჩირქოვანი გამონადენი ჩაზრდილი ფრჩხილის ღრმულიდან.

 


ფრჩხილი, ძირითადად, იზრდება ფეხის ცერა თითზე. ეს პათოლოგია რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაღალქუსლიანი და ვიწრო ფეხსაცმელი, რომელიც აწვება ფრჩხილის ფირფიტას და იწვევს ჩაზრდას; ფრჩხილის არასწორი მოჭრა(ძალიან ღრმად); ბრტყელტერფიანობა; ფრჩხილის სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები და თითის ტრამვა.

თუ მიდრეკილი ხართ ამ დაავადებისკან უნდა ”შეელიოთ” მაღალქუსლიან და ვიწროცხვირიან ფეხსაცმელს. იმისთვის, რომ ჩაზრდილი ფრჩხილი ანთებამდე არ მივიდეს, კარგია, ყოველ საღამოს თბილი აბაზანები, სპირტიანი საფენები. ასევე, კარგია თუ პიპეტის საშუალებით გაღიზიანებულ ადგილას დაიწვეთებთ ძმრისა და გლიცერინის ნარევს. უებარია, ყოველ საღამოს, თბილი აბაზანის შემდეგ, თითის გაღიზიანებული ადგილი ამოისუფთავეთ წყალბადის ზეჟანგის საშუალებით(დაიწვეთეთ დაზიანებულ თითზე), ჩაზრდილ ღრმულში ჩაიყარეთ წვრილად დაფქვილი შაბი (ან, დაიდეთ ფრჩხილზე ცოტა კარაქი, ზემოდან ჩამოიცვით ცელოფნის ნაჭერი, შეიხვიეთ და გაიჩერეთ დილამდე). რამდენიმე პროცედურის შემდეგ ტივილი გაივლის და ჩაბრუნებულ ფრჩხილს ადვილად ამოიჭრით
[Edit] | [Del]

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4