სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

დეოდორანტები

გავაკეთოთ სწორი არჩევანი! თანამედროვე ქალები საკმაოდ აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ამიტომ ისინი დიდ ყურადღებას უთმობენ იმ საშუალებების სწორად არჩევას, რომლებიც სხვადასხვა უსიამოვნებებისგან დაიცავთ მათ. ასეთ საშუალებებს მიეკუთვნებიან სხვადასხვა სახის კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები, რომლის გარეშეც ყველაზე ჩვეულებრივი დღეც კი წარმოუდგენელია. სამსახური, სპორტული დარბაზი, მეგობრებთან შეხვედრები – ეს ყველაფერი ხშირად ერთ დღეშია მოსასწრები.

 

განა შეიძლება ფეხი აუწყოთ ასეთ ტემპს დეოდორანტის გარეშე? რა თქმა უნდა არა. ამისთვის აუცილებელია აირჩიოთ სწორედ ის, რომელიც თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო სუნს, ტანსაცმელზე შემორჩენილ თეთრ ლაქებს და დღის განმავლობაში მისი ზედმეტად გამოყენების საჭიროებას.

 

ცოტამ თუ იცის, რომ ოფლი თავის მხრივ, პრაქტიკულად უსუნოა. არასასიამოვნო სუნს მას აძლევენ მიკრობები და ბაქტერიები, რომლებიც კოლონებად სახლდებიან ცხიმოვანი და საოფლე ჯირკვლების სიახლოვეს.


თუმცა ამან არ უნდა დაგვაფრთხოს– რაც არ უნდა კარგად და ხშირად მიიღოთ შხაპი მთელი დღის მანძილზე, მიკრობებს რამოდენიმე წუთი სჭირდებათ იმისათვის, რომ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო გამრავლდნენ, რათა უსიამოვნო სუნი კვლავ შესამჩნევი გახდეს. მაგრამ მათი არ უნდა შეგეშინდეთ, დღეს უკვე უამრავი პრეპარატი არსებობს იმისთვის, რომ თავიდან მოიშოროთ ასეთი არასასურველი მეზობლები და მათი ნამოქმედარი.



შევისხუროთ თუ წავისწვათ?


ცნობილია, რომ დეოდორანტები გამოდის სხვადასხვა ფლაკონების სახით, სხვადასხვა შემადგენლობით და მოქმედების ხარისხით. მაგალითად, სპრეი (სასხური). თუ თქვენ ნამდვილად ზედმეტი ოფლიანობა აღგენიშნებათ მინიმალური დატვირთვის ფონზე, მაშინ სპრეი თქვენთვის ზედგამოჭრილია. სწორედ, სპრეის სახით გამოშვებული დეოდორანტები მოქმედებენ მიკრობებზე ყველაზე ძლიერ, ამის გარდა ისინი ქმნიან სასიამოვნო სიგრილის შეგრძნებას, რაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. თუმცა მას ნაკლიც აქვს: სპრეი ხშირად აღიზიანებს მგრძნობიარე კანს, მას პრაქტიკულად ვერ გამოიყენებთ დეეპილაციის შემდეგ და ბოლოს, ისინი ძალიან მალე იცლებიან.


დეოდორანტები გელის ან საცხის სახით – სიახლეა ამ ბაზარზე. დაცვის ასეთი ფორმა მათთვის არის შესაფერისი, რომელთაც აქვთ ნაზი და მგრძნობიარე კანი, მიდრეკილნი არიან ალერგიის და გაღიზიანებისკენ. გელი ან საცხი რბილად ჯდება, ადვილად იცხება კანზე და შესანიშნავად იცავს. მართალია ისიც, რომ თუ თქვენს კანს სიმშრალისკენ აქვს მიდრეკილება, მაშინ ასეთი ტიპის დეოდორანტები უფრო მეტ უსიამოვნო შეგრძნებას მოგიტანთ ვინაიდან ისინი უფრო ჭიმავენ კანს.


იგივე შეიძლება ვთქვათ პოპულარული სტიკების შესახებ. მათი ტარება და გამოყენება მოსახერხებელია, არც გადმოიღვრება არც დასვრის რამეს. მაგრამ ასეთი დეოდორანტები შეუსაბამოა ყოველდღიური ხმარებისთვის, რადგან ისინი ძალიან აშრობენ კანს.
ყველაზე პოპულარულად ითვლება გორგოლაჭიანი დეოდორანტები. ქალების უმრავლესობა სწორედ მას ანიჭებს უპირატესობას. როგორც წესი, გორგოლაჭიანი დეოდორანტების გამოყენება ძალიან ადვილია, მას ადვილად იცხებთ კანზე და არ აშრობს მას. თუმცა ამ ტიპის დეოდორანტის მოქმედება არ არის ხანგრძლივი.



რითი განსხვავდებიან დეოდორანტები ერთმანეთისგან?


საყოველთაოდ მიღებულია, რომ დეოდორანტს უწოდებენ საშუალებას, რომელიც ახშობს არასასიამოვნო სუნს. ხოლო ანტიპერსპირანტები კი ებრძვიან მიზეზს – ისინი ანადგურებენ ბაქტერიებს და აკონტროლებენ საოფლე ჯირკვლების მოქმედებას.
დეოდორანტების ყველაზე მეტად გავრცელებული სახეობაა – პარფიუმერირებული დეოდორანტი. მათ ახასიათებთ მკვეთრად არომატი, რომლის მიზანია ოფლის სუნის ჩახშობა, თუმცა სასიამოვნო არომატი მხოლოდ რამოდენიმე საათი ძლებს, შემდეგ კი უკვალოდ ქრება.
სპირტზე დამზადებული დეოდორანტები ახდენენ კანის დეზინფექციას და ებრძვიან ბაქტერიებს. ისინი შესანიშნავად ართმევენ თავს დავალებას და გიცავენ დიდი ხნით. თუმცა მათი ყოველდღიური გამოყენებისას დიდია იმის ალბათობა, რომ კანზე გაჩნდება მიკრო ნაპრალები, მუდმივი დეზინფექციის შედეგად.


როგორ გამოვიყენოთ იგი?


ბევრი უჩივის იმას, რომ დეოდორანტებს არ აქვთ ის ეფექტი, რასაც მწარმოებელი გვპირდება. შესაძლოა პრობლემა მდგომარეობდეს მის არასწორ გამოყენებაში ან საოფლე ჯიკრვლების დაავადებაში. თუ დაავადებას გამოვრიცხავთ, მხოლოდ ის დაგვრჩენია გავეცნოთ რამოდენიმე წესს.
• ნებისმიერი დეოდორანტის გამოყენებამდე უნდა მივიღოთ შხაპი და კარგად გავიმშრალოთ.
• არ უნდა შევეცადოთ დეოდორანტის საშუალებით ოფლის სუნის გადაფარვა, ეფექტი საშინელი იქნება.
• დეოდორანტები და ანტიპერსპირანტები გამოიყენეთ მონაცვლეობით.
• არ დაგავიწყდეთ დეპილაცია, რადგან ზედმეტი თმები ხელს უწყობს ბაქტერიების განვითარებას.
• ნუ ისარგებლებთ სუნამოებით და პარფიუმერული დეოდორანტებით ერთდროულად, თუ ისინი ერთი კოსმეტიკური ხაზის ნაწარმოები არ არის.
• თუ თქვენ გაწუხებთ ზედმეტი ოფლიანობა, მიმართეთ ექიმს.
• თუ პათოლოგია არ გამოვლინდა, ეცადეთ ატაროთ მხოლოდ ნატურალური ქსოვილის ტანისამოსი.
• დეოდორანტმა თეთრი ლაქები, რომ არ დატოვოს თქვენს ტანსაცმელზე, აცადეთ ცოტა, რომ კანმა იგი შეიწოვოს, ხოლო ზედაპირზე დარჩენილი ნაწილი მშრალი ხელსახოცით მოირიდეთ.
• ყურადღებით დააკვირდით კანს, სიწითლის შემთხვევაში, შეცვალეთ აღნიშნული საშუალება.
• ჩვეულებრივ დეოდორანტს ნუ გამოიყენებთ ბოქვენის არეში, რადგან სავარაუდოდ ეს გამოიწვევს ძლიერ გაღიზიანებას.
როგორც ხედავთ, დღის განმავლობაში ოფლისგან თავდასაცავი უამრავი საშუალება არსებობს. თქვენი წარმატების და სწორი არჩევანის გარანტია კი პრაქტიკული მიდგომა, თქვენი ორგანიზმის სპეციფიკის დადგენა და სწორად დასმული ამოცანაა.
ეცადეთ ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციებში, სხვადასხვა საშუალებები შეარჩიოთ და მაშინ არასასიამოვნო სუნი და დისკომფორტი არასოდეს შეგაწუხებთ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4