სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

უეცარი გაჭაღარავება

უეცარ გაჭაღარავებას ფარისებრი ჯირკვლის დაავადება იწვევს

 

ჭაღარა პირველად თავს საფეთქლების მიდამოებში იჩენს, გადადის კეფაზე და შემდეგ მთელ თავზე ვრცელდება. უეცრად გაჭაღარავებას კი ფარისებრი ჯირკვლის დაავადება იწვევს. ასევე დადგინდა, რომ გაჭაღარავებას პირდაპირი კავშირი აქვს ანემიასთან, ნერვული სისტემის დაავადებებთან და ვიტამინების ნაკლებობასთან. ხშირად ამის მიზეზი რკინის ნაკლებობა ან ჰერპესია. რკინის ნაკლებობა თმის ცვენას, გამელოტებას და გაუფერულებას იწვევს. მოულოდნელი გაჭაღარავების მიზეზი ყველაზე ხშირად ორგანიზმში ცილა თიროზინის უკმარისობაა. ეს ცილა ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებში შედის. სწორედ ამის მიზეზია, რომ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჭარბი წონის გამო სხვადასხვა დიეტებით იფიტავენ ორგანიზმს, ადრეულად ჭაღარავდებიან. ღარიბი და შეზღუდული საკვების მოხმარების დროს ორგანიზმი განიცდის თიროზინისა და სპილენძის მწვავე ნაკლებობას. სწორედ ისინი მონაწილეობენ საღებავი პიგმენტების წარმოქმნაში. თუ ადამიანი გარკვეული მიზეზის გამო პერიოდულად იცავს დიეტას, ნაადრევი ჭაღარა აუცილებლად ემუქრება. ეს გარდაუვალია. ამიტომ აუცილებელია დიეტისგან თავისუფალ დღეებში მიიღოთ საჭირო რაოდენობის ცილები.
მასალა მოგვაწოდა


ყოველკვირეული საზოგადო-პოლიტიკური ჟურნალი
”თბილისელები”-ს რედაქციამ

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4