სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

ყველაფერი გარუჯვაზე

ზაფხულის დადგომისას უამრავი ადამიანი მიაშურებს ზღვას, თუმცა ისინი დიდ ყურადღებას არ უთმობენ მზისგან დამცავ საშუალებებს, მათ თან მხოლოდ მხოლოდ მზის სათვალეები, მოდური შლაპა და მზის ქოლგა მიაქვთ. ხოლო თანამედროვე მედიცინა, მუდამ აფრთხილებს ყველას ულტრაიისფერი სხივების მავნებლობის და შესაძლო სიმსივნური დაავადებების შესახებ.

 

ამისათვის, უბრალოდ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გავირუჯოთ სწორად, რაც რა თქმა უნდა გულისხმობს მზისგან დამცავი საცხის გამოყენებას. რასაკვირველია, ურიგო არ იქნება თუ მას წინასწარ შევიძენთ.

რომელი მზისგან დამცავი საცხი შევიძინოთ?

მზის გულზე ზედმეტად დიდ ხანს ყოფნამ შეიძლება არა მხოლოდ დამწვრობის მძიმე ფორმები გამოიწვიოს არამედ შესაძლოა კანის ზოგიერთი დაავადების მიზეზიც კი გახდეს. პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ულტრაიისფერი სხივები სასარგებლოა, რადგან იგი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის პროცესს და აუმჯობესებს კანში სისხლის მიმოქცევას, თუმცა ამ ეფექტების მისაღწევად საკმარისია მზის პირზე მხოლოდ 15 წუთი დაჰყოთ. ხოლო სანაპიროზე გასარუჯად კი აუცილებელია დამატებითი დაცვითი საშუალებები.

 

აი რა უნდა ვიცოდეთ მზისგან დამცავი საცხების შესახებ – ტუბზე აღნიშნული უნდა იყოს „В“ ტიპის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვის ინდექსი SPF და UVA «А» ტიპის გამოსხივებისგან დაცვის კი UVA: რაც უფრო მაღალია მითითებული ციფრი, შესაბამისად მეტია დაცვის დონეც. თუმცა ზოგიერთი მწარმოებელი ცოტა უმატებს ამ მაჩვენებელს. საცხის შემცველობაში სასარგებლო ნივთიერებას წარმოადგენს ვიტამინი Е, რაც ეხმარება კანს ნაკლებად მგრძნობიარე იყოს ულტრაიისფერი სხივების მიმართ.
სწორი საცხის ასარჩევად ე.ი. ჩვენთვის შესაფერისი დაცვის დონით, აუცილებელია პირველ რიგში განვსაზღვროთ ჩვენი ფოტოტიპი (ფოტოტიპი სულ ექვსი სახისაა).



პირველ ტიპი – მიეკუთვნებიან ცისფერთვალენა ქერათმიანი და ჟღალთმიანი ადამიანები ღია ფერის კანით. მათი კანი არ ირუჯება, არამედ იწვება. საერთოდ არ არის სასურველი, რომ ამ ტიპის ადამიანები ირუჯებოდნენ, მაგრამ თუ მათ დასვენება ზღვის გარეშე ვერ წარმოუდგენიათ, მაშინ მათ მაქსიმალური დაცვა უნდა აირჩიონ. მაგალითად, SPF-60 ან UVA-16.



მეორე ტიპი – ამ ტიპს მიეკუთვნებიან ისევ ქერათმიანი ან ჟღალთმიანი ადამიანები, ოღონდ თაფლისფერი ან რუხი ფერის თვალებით. ამ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო მსუბუქია: დამწვრობის რისკი რჩება, მაგრამ თუ პირველივე დღეებში ისარგებლებთ მზისგან მაქსიმალური დაცვის მქონე საცხით, რათა შემდგომ უფრო მშვიდათ გაატაროთ დრო მზეზე. ნარუჯის მიღების შემდეგ დაცვა შეგიძლიათ შეამსუბუქოთ და დაიყვანოთ SPF-20 ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით.



მესამე ტიპი – მიეკუთვნებიან თაფლისფერ თვალებიანი ადამიანები წაბლისფერი ან ღიაყავისფერი თმებით და ღია ფერის კანით. ეს ტიპი ყველაზე მეტად არის გავრცელებული და ისინი ძალიან თავისუფლად ირუჯებიან. მაგრამ დამწვრობისგან თავი რომ დაიცვათ პირველ დღეებში მაინც სასურველია მაქსიმალური დაცვის საცხი, ხოლო ნარუჯის მიღების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ SPF-15.



მეოთხე ტიპი – ამ ტიპს მიეკუთვნებიან შავგვრემნები, მუქი ფერის თვალებით და კანით. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ზომიერად ირუჯებიან და არ საჭიროებენ დაცვას. თუმცა, მზისგან დამცავი საცხის გამოყენება პროფილაქტიკის მიზნით და კანის დამატებითი დატენიანებისთვის ურიგო არ იქნებოდა. დაცვის რეკომენდირებული დონეა SPF-6.



მეხუთე ტიპი – ამ ტიპს მიეკუთვნებიან ადამიანები მუქი ტონალობების თმით და ძალიან მუქი კანის ფერით, ასეთები არიან ინდუსები და ჩრდილოეთ აფრიკის მაცხოვრებლები. პრინციპში, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მინიმალური დაცვის გამოყენება. ამ ტიპის ადამიანების კანი თავისთავად უკვე დაცულია და ამიტომ ისინი არასოდეს იწვებიან.



მეექვსე ტიპი – ამ ტიპის ადამიანებმა უნდა გამოიყენონ მხოლოდ დამატენიანებელი საცხი. მას განეკუთვნებიან აფრიკელები ზოგადად, რომელთა მუქი კანიც არ თხოულობს დაცვას.


და ბოლოს საცხის შეძენის დროს არ დაგავიწყდეთ შეამოწმოთ მისი ვარგისიანობის ვადა და ასევე მიაქციეთ ყურადღება სურნელს რათა ზაფხული უფრო სრულყოფილი და სასიამოვნო გახდეს თქვენთვის.

გარუჯული ტერმინები


ნარუჯი – პიგმენტ – მელანინის გაძლიერებული გამოყოფის გარეგნული ნიშანი. ეს არის ორგანიზმის ბუნებრივი წინააღმდეგობა მზის აბაზანების მიღების დროს ულტრაიისფერი სხივების დამღუპველი ზემოქმედების წინააღმდეგ. მელანინი შთანთქავს გამოსხივების დიდ ნაწილს და ხელს უშლის ღრმად მდებარე კანის უჯრედების დაზიანებას. რაღაც დროის განმავლობაში ორგანიზმს შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ არა ყოველთვის. მზის სხივების ზედმეტი დოზას ეს ბუნებრივი დამცავი მექანიზმი გამოყავს მწყობრიდან. ამიტომაც ექიმები ურჩევენ ადამიანებს დიდ ხანს არ გაჩერდნენ მზეზე, რადგან ორგანიზმს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება პიგმენტის დამცავი ფენის შექმნას.



ულტრაიისფერი სხივი – ეს გახლავთ D ვიტამინის ერთადერთი სანდო წყარო. ულტრაიისფერი სხივები მონაწილეობას ღებულობენ D ვიტამინის სინთეზში, D ვიტამინი კი თავის მხრივ პასუხისმგებელია ძვლების და კბილების სიმაგრეზე და იცავს ორგანიზმს სიმსივნისგან, ინფექციური და ვირისული დაავადებებისგან.



ულტრაიისფერი დასხივება – კანის მრავალი დაავადების აღიარებული სამკურნალო საშუალება. ულტრაიისფერი სხივები დადებითად მოქმედებენ იმ ავადმყოფებზე, რომლებიც უჩივიან ფსორიაზს, ფერისმჭამელებს, სებორეას და ნეიროდერმიტს.



ენდორფინი – სინათლის ზემოქმედების შედეგად ორგანიზმი გამოყოფს ენდორფინს, რომელიც სიგნალს მიაწვდის ტვინს იმის შესახებ, რომ ყველაფერი კარგად და წესრიგშია. შესაბამისად მზის ზემოქმედებით სახეზეა დადებითი ფსიქოლოგიური ეფექტი.



მზის აბაზანა – შვების მომგვრელია კუნთების ტკივილის და რევმატიული მოვლენების დროს. და ეს
განსაკუთრებით სასარგებლოა მოხუცებულთათვის ექიმთან კონსულტაციების შემდეგ.



სიმსივნე – მკვლევარები თვლიან, რომ მრავაჯერადი დამწვრობები, განსაკუთრებით ბავშვობაში და ადრეულ ასაკში ზრდის კანის დაავადებების განვითარების რისკს და განსაკუთრებით კი მის ყველაზე საშიშ სახეობის – ავთვისებიანი მელანომის რისკს. საბედნიეროდ, კანის სიმსივნე უმრავლეს შემთხვევაში მეტასტაზებს არ წარმოშობს და ქირურგიული გზებით სრულად რჩება. და თუ თქვენ ბევრი ხალი გაქვთ კანზე – თქვენთვის გარუჯვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.

 

რამოდენიმე ოქროს წესი . . .



- მზისგან დამცავი საცხი ჯერ კიდევ სახლში (ან სასტუმროში) უნდა წავისვათ, სანაპიროზე გასვლამდე 20 წუთით ადრე. ეს დრო სჭირდება კანს, რომ მაქსიმალურად მიიღოს და გაითავისოს მზისგან დამცავი ფილტრები.
- ცხვირი, შუბლი, მკერდი, მხრები, წვივები და მუხლები ყველაზე მეტად იკიდებს მზეს, ამიტომ ასეთი ნაზი ადგილები უფრო ძლიერი საცხით უნდა დავიმუშაოთ.
- მზისგან დამცავი საცხი წყალგამძლე უნდა იყოს. ულტრაიისფერი სხივები წყლის სიღრმეშიც აღწევენ, 0,5 მეტრამდე და იქაც არ ეშვებიან მავნე ზემოქმედებას.
- თუ ზღვაში ბანაობის შემდეგ პირსახოცით შეიმშრალეთ, მაშინ საცხი ხელახლა უნდა წაისვათ, რათა დამცავი ფენა აღადგინოთ.
- ბავშვებისთვის მზისგან დამცავი საცხი უნდა იყოს არა ნაკლებ SPF-30. 15 წლამდე მოზარდებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ზოგადად გარუჯვის და განსაკუთრებით სოლარიუმში გარუჯვის მიმართ.
- არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ, უკეთესია თუ მოძრაობაში გაირუჯებით. არ არის რეკომენდირებული მზეზე ყოფნა წყლის სიახლოვენს 10:00–დან 14:00 საათამდე, არც ბავშვებისთვის არც დიდებისთვის. ატარეთ მზის სათვალეები ისინი თქვენს თვალებს 100%–ით დაიცავენ ულტრაიისფერი სხივებისგან.
- დაიმახსოვრეთ, რომ წყალი და ქვიშა ირეკლავს ულტრაიისფერი სხივების დაახლოებით 20%–ს. ამიტომ თვით ჩრდილშიც კი შეიძლება მიიღოთ დამწვრობები, შესაბამისად თქვენ ჩრდილშიც უნდა წაისვათ მზისგან დამცავი საცხი.
- სანაპიროზე ყოფნისას მოერიდეთ ქარიან ამინდს, ამ დროს ორგანიზმი ვერ გრძნობს სითბურ დასხივებას და ულტრაიისფერი სხივები შეუმჩნევლად და ულმობლად წვავენ კანს. სწორედ ასეთ ამინდებში აღინიშნება ყველაზე მეტი დამწვრობები.
- 11:00-16:00 საათამდე მზე განსაკუთრებით აგრესიულია, ამიტომ ექიმები გირჩევენ მოერიდოთ მას ამ დროის განმავლობაში.
- სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ მიიღეთ შხაპი არა–ტუტე, pH–ნეიტრალური საბანი საშუალებებით. შემდეგ აუცილებლად წაისვით გარუჯვის შემდგომი სპეციალური საცხი, რომელშიც შედის ვიტამინები В5 და Е. ვიტამინი В5 ხელს უწყობს კანის უჯრედების აღდგენას, რომელთა ნაწილი ნადგურდება მზის სხივების შედეგად. ვიტამინები Е აღადგენს კანის აღმდგენ სტრუქტურას. ისეთი დამატენიანებელი და მკვებავი ელემენტები როგორიცაა გლიცერინი, ლანოლინი, ალოე ვერა, სხვადასხვა ტიპის ზეთები უზრუნველყოფენ კანის მოვლას, უნარჩუნებენ მას ჯანმრთელ სახეს და ამტკიცებენ. ასეთ კანზე რუჯი უფრო მეტ ხანს ინარჩუნებს ფერს, რადგან ის უფრო დაცულია აქერცვლისგან.
- კატეგორიულად დაუშვებელია 2 წლამდე ბავშვების მზეზე ყოფნა. ისინი შეიძლება ჩრდილში ისხდნენ, მაგრამ მათ კანსაც სჭირდება დახმარება. ამ შემთხვევაში გამოიყენეთ საცხი მზისგან დამცავი მაქსიმალური დონით – 30.
- ტუჩების კანი არ გამოიმუშავებს დამცავ მელანინს, როგორც კანი, ამიტომ ტუჩი ამ მხრივ საერთოდ დაუცველია. მისთვის შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური ტუჩის ფანქარი ან პომადა, ან წაისვათ კარგი ჰიგიენური პომადა (ვაზელინის გარეშე) ან დამატენიანებელი საცხი.
- რუჯის მიღებამდე არ არის სასურველი ტანის საპონით დაბანა, იგი არღვევს კანის დამცავ საფარს და განაიარაღებს მას. ნუ ისარგებლებთ სუნამოებით და დეოდორანტებით. იმ ნახშირწყალბადებმა, რომლებიც შედის კოსმეტიკურ საშუალებებში მზესთან ურთიერთქმედებაში შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, წითელი ლაქების გამოჩენა, როგორც დამწვრობის დროს.

ცოტა რამ ბოსტნეულის და ხილის შესახებ


დამტკიცებულია, რომ ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული ხელს უწყობს გარუჯვას, მაგალითად სტაფილო და გარგარი, რომლებიც მდიდარი არიან ბეტა–კაროტინით და კანს ფორთოხლისფერ ტონალობას ჰმატებენ; განსაკუთრებით აღსანიშნავია პომიდორი, რომელიც შეიცავს ლიკოპენს – საშუალებას, რომელიც ორგანიზმში მელანინის გამომუშავებას უწყობს ხელს და შესაბამისად გარუჯვას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4