სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

მეზოთერაპია

მეზოთერაპია წარმოადგენს პათოლოგიური და ასაკობრივი კანის ცვლილებების კორექციის მეთოდს დერმატოლოგიაში, კანში სამკურნალო და კოსმეტოლოგიური ნივთიერებების შეყვანის გზით.


სამკურნალო ეფექტს მეზოთერაპია სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების, უჯრედული მეტაბოლიზმის აქტივაციის და კანის რეგენერაციის დაჩქარების საშუალებით ავლენს.
მეზოთერაპიის პროცედურა შეიძლება იყოს ინექციური, როდესაც სასურველი კოქტეილი შეყავთ ინექციის საშუალებით ან აპარატული, როდესაც კანში სპეციალური აპარატის საშუალებით ხდება სასურველი ნივთიერებების: ვიტამინების, მინერალების, ამინომჟავების შეყვანა.


მეზოთერაპიის დროს ინექციები წვრილი ნემსის საშუალებით 1,5-4 მმ სიღრმეზე კეთდება. მანიპულაციები ხორციელდება სხეულის სხვადასხვა ზონაში (სახე, დეკოლტე კისერი, ხელის მტევნები, ქუთუთოები და სხვა)

 

კანქვეშ შეყვანილი ნივთიერებები ზემოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე, ნივთიერებათა ცვლის პროცესსა და უჯრედების აღდგენაზე, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზზე.

 

მეზო კოქტეილი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, მცენარეულ ექსტრაქტებსა და ვიტამინებს, რაც კანის სტრუქტურას აუმჯობესებს.

 

მეზოთერაპიის რამდენიმე პროცედურით უპრობლემოდ მოიცილებთ ყველაზე არასასურველ წვრილ ნაოჭებს, აღდგება სახის ოვალი, მოიმატებს კანის ელასტიურობა და კანი მიიღებს ერთგვაროვან ელფერს. არსებობს მეზო კოქტეილები რომლებიც ხელს უწყობენ დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილის ცელულიტის დაშლასაც.


მანიპულაციების რაოდენობა განისაზღვრება კანზე არსებული პრობლემების შესაბამისად, პროცედურის ხანგრძლივობა კი საშუალოდ 40 წუთია.


ტოტალ შარმი საზაფხულო ფასდაკლება დაიწყო, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ 50%-იანი ფასდაკლებით სხვადასხვა პროცედურაზე, მათ შორის მეზოთერაპიაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ლინკზე - http://totalcharm.ge/sales/50/

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4