სამედიცინო პორტალი

სამედიცინო პორტალი

თრომბოემბოლიური გართულებები

რამდენად საშიშია თრომბოემბოლიური გართულებები
ადამანის სიცოცხლისათვის

 

როგორც ექიმი-სპეციალისტები ამბობენ, თრომბოემბოლია და თრომბოემბოლიები ადამიანის სიცოცხლისათვის საკმაოდ სერიოზული პრობლემაა. თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ გვესაუბრება ექიმი კარდიოლოგი, ქალბატონი ხათუნა ჯალაბაძე.

 

_ ბოლო ხანებში საგრძნობლად იმატა თრომბოემბოლიურმა გართულებებმა, რასაც ხელს უწყობს ჩვენი არასწორი ცხოვრების წესი, ძირითადად ეს უმოძრაო დღის რეჯიმს ეხება. თრომბოემბოლიზმი შეიძლება იყოს ვენური (ვენების ვარიკოზული გაგანიერება) და არტერიული (ინსულტი, ფილტვის ინფაქტი, მიოკარდიუმის ინფარქტი), მაგრამ ორივე შემთხვევა ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.

 

რა დაავადება იგულისხმება თრომბოემბოლიებში?

 

თრომბოემბოლიურ დაავადებებში იგულისხმება: ქვედა კიდურების ღრმა ვენების დაავადება, ე.წ. ვენების ვარიკოზული გაგანიერება. ეს დაავადება მოსახლეობისთვის კარგად არის ნაცნობი, მაგრამ არის ისეთი თრომბოემბოლიური დაავადებები, რომლთა შესახებ საზოგადოება ნაკლებად ინფორმირებულია. ვენების ვარიკოზური გაგანიერება თრომბოემბოლიების თითქოს ყველაზე მსუბუქი გამოვლინებაა, მაგრამ წარმოიდგინეთ რა შედეგები მოყვება თრომბოემბოლიას ფილტვის ქსოვილში, როდესაც დაავადებული ქვედა ვენებიდან მომწყდარი თრომბი ჩაკეტავს ფილტვის რომელიმე არტერიას.

 

რატომ ხდება თრომბოემბოლია?

 

თქვენ იცით, რომ სისხლს აქვს შედედების უნარი, მაგრამ სისხლძარღვში სისხლი, ჩვეულებრივ, თავისუფლად მოძრაობს და თუ არ დაირღვა სისხლძარღვის კედლის მთლიანობა-არ დაზიანდა სისხლძარღვის კედელი-სისხლი არ შედედდება; თუ სისხლძარღვი, ამ შემთხვევაში ვენები, დაავადებულია, თუ დარღვეულია მისი წებვადობის მაჩვენებლები (შედედების უნარი), არის საშიშროება წარმოიქმნას თრომბები სისხლძარღის კედელზე, ხოლო გარკვეული პირობების შექმნისას მოწყდეს კედელს, “იმოგზაუროს” ორგანიზმში და გარკვეული ორგანოს სისხლძარვში “გაიჭედოს”; უხშირესად ეს ფილტვში ხდება.

 

სისხლის შედედების ფაქტორებიდან მოსახლეობაში ცნობილია მხოლოდ პროთრომბინი. თუ ადამიანს პოთრომბინი წესრიგში აქვს, ჰგონია, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც არასწორი მიდგომაა პრობლემის მიმართ. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოდ ყველა ის დაავადება, რაც ვენურ თრომბოემბოლიებთან არის დაკავშირებული და რასაც ბევრი მძიმე გართულება შეიძლება მოჰყვეს, უნდა შევამციროთ ის რისკ-ფაქტორები რომელიც თრომბის წარმოქმნას უწყობს ხელს.

 

ინფაქტგადატანილ ადამიანებში რამდენად სარისკოა თრომბოემბოლიური გართულებები?

 

ინფაქტი არტერიული თრომბოზის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თრომბი გულის მკვებავ სისხძარღვს კეტავს. ზოგადად, ინფაქტი თრომბოემბოლიზმის გამოვლინებაა. ის შეიძლება მოხდეს გულში, ფილტვში თუ თავის ტვინში. ხოლო, გენეზი არის სისხლძარღვის ჩაკეტვა თრომბით.

 

როგორი ნიშნები ახასიათებს მას?

 

ქვედა კდურების ვენური პრობლემების პირველი ნიშნებია: ქვედა კიდურებში დაბუჟება და დამძიმება, დღის ბოლოს ფეხების შეშუპება. ასეთ შემთხვევაში უნდა მივმართოთ ექიმს და დროულად ვიმკურნალოთ, რათა არ ჩამოყალიბდეს ვენების ვარიკოზული გართულებები, რომელიც შემდგომში თრომბოემბოლიური გართულებების რისკს ზრდის. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ეს დაავადება, პირველ რიგში წონა უნდა ვაკონტროლოთ! დიდი მნიშვნელობა აქვს კვების რაციონს – ჩვენი პროდუქტი რაც შეიძლება მეტ უჯრედისს უნდა შეიცავდეს (მაგ. ხილი, ბოსტნეული). რაც შეეხება სიგარეტს, იგი მარტო ფილტვებს არ აბინძურებს-სიგარეტი ჟანგად ედება სისხძარღვებს, როგორც არტერიებს, ისე ვენებს და ქმნის თრომბოემბოლიების რისკს.

 

არის თუ არა ეს დაავადება გენეტიკური?

 

დიახ, ხშირად არის, რომ დედას და შვილს ერთი და იგივე პრობლემები ჰქონია.

 

განკურნებადია თუ არა ეს დაავადება?

 

მართალია, ეს პრობლემა განკურნებადი არ არის, მაგრამ მართვადია. თუ ჩვენ დაავადებას დასაწყისშივე მივაქცევთ ყურადღებას, გავაკონტროლებთ ჩვენს ცხოვრების წესს და დიდ ყურადღებას მივაქცევთ ფიზიკურ აქტივობას, მაშინ საშიში არაფერი იქნება.

ინსულტთან დაკავშირებით რას იტუვით?

ინსულტი, როგორც აღვნიშნე, თრომბოემბოლიის ერთ-ერთი გამოვლინებაა, თუმცა არა ერთადერთი, სამწუხაროდ. თრომბოემბოლიის გამოვლინება გვხვდება ფილტვის ინფაქტის სახითაც. არსებობს მუცლის არტერიის თრომბოზებიც, რომელიც სერიოზული პათალოგიაა.

ამ დაავადების დროს ქორურგიული ჩარევა თუ არის შესაძლებელი?

ქირურგიული ჩარევა შესაძლებელია, მაგრამ რთულია.

რას ეტყოდით ჩვენ მკითხველებს ბოლო სიტყვად?

უფრო ქალბატონებს მივმართავდი, რადგან ვენების ვარიკოზული გაგანიერება უხშირესად ქალბატონების პრობლემაა, ვიდრე მამაკაცების. ეს პრობლემა ხშირად ფეხმძიმობის დროს იჩენს თავს პირველად. რადგან, ფეხმძიმობა ქალის ორგანოზმისთვის ძალიან დიდი დატვირთვაა. ასევე ფეხმძიმობა ხშირად გამოავლენს ფარულს და უსიმპტომო პრობლემებს, რომელიც ადამიანის ორგანიზმში არსებობს. სანამ ქალბატონები ახალგაზრდები არიან უნდა იცოდნენ, რომ წონის კონტროლის და ვარჯიშის ფასი არაფერია. 


მასალა მოგვაწოდა გული კარდიოლოგიური კლინიკა

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

BannerRight7Colomn_8

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

  • 1
  • 2
  • 3
  • 4